საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან

ნახვები: 694 ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან. აღნიშნულის შესახებ ოლეგ სინეგუბოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სინეგუბოვის თქმით, უკვე შესაძლებელია საუბარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლებაზე ჩუგუევის რაიონში, კუპიანსკისა და ბალაკლეას რაიონებში.

„ჩვენი ქვედანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება. ამ დროისთვის შეიძლება ვისაუბროთ 40-ზე, მაგრამ რეალურად არის ბევრად მეტი, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვაცხადებთ ამ ციფრს, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, რუსული ჯარები მუდმივად ცდილობენ შეტევას და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და ისვრიან ყველა ტიპის იარაღიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა