Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ქალაქი კუპიანსკი აიღეს და იზიუმისკენ მიიწევენ

ნახვები: 579 უკრაინულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ქალაქი კუპიანსკი აიღეს და იზიუმისკენ მიიწევენ

უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კუპიანსკი აიღეს და იზიუმისკენ მიიწევენ. 

ინფორმაცია ქალაქის გათავისუფლების შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ დაადასტურა. 

კუპიანსკი რუსი დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სწორედ ამ ქალაქის გავლით ხდებოდა დონბასში რუსი ჯარისკაცების აღჭურვილობით და ამუნიციით მომარაგება. კუპიანსკზე კონტროლის დაკარგვა ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან მათი ჯარები ფაქტობრივად უკრაინელთა ალყაში აღმოჩნდნენ. 

კრუპიანსკი ხარკივის ოლქს ეკუთვნის და ქალაქ ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. 

უკრაინის არმიამ ამ ტერიტორიის გათავისუფლება 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო. უკრაინელთა მოწინავე ქვედანაყოფები ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, რუსული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე 50 კმ სიღრმეზე შევიდნენ. 

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელთა ეს კონტრშეტევა რუსებისთვის მოულოდნელი იყო. მათ სექტორი სუსტად ჰქონდათ დაცული. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ტერიტორიაზე კონტროლი აიღეს და რამდენიმე ქალაქს ალყა შემოარტყეს.

რაც შეეხება ხერსონს - უკრაინის შეტევითი ოპერაციების გამო რუსეთის თავდაცვითი ფრონტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა