Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლიზ ტრასის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეები ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში 2,500 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გადაიხდიან

ნახვები: 580 ლიზ ტრასის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეები ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში 2,500 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გადაიხდიან

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ბრიტანეთის მოქალაქეები ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაში 2,500 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ეს არის პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელიც ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადის ოდენობის ზედა ზღვარის დაწესებით, ოჯახები დიდი ბრიტანეთში წელიწადში საშუალოდ 1000 გირვანქა სტერლინგს დაზოგავენ.

„დროა, გაბედულები ვიყოთ. ჩვენ გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვართ და უფასო ვარიანტები არ არსებობს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მიიჩნევენ, რომ ინფლაციის შეკავება და მისი ხუთპროცენტიან ნიშნულზე შენარჩუნება მოხდება კანონით, რომელიც ბაზირებულია ოჯახებისთვის 400 გირვანქა სტერლინგის გადახდაზე.

საწარმოების, სკოლების და საავადმყოფოების მხარდაჭერის ექვსთვიანი სქემა უზრუნველყოფს ეკვივალენტურ მხარდაჭერას ზამთრის განმავლობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა