ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

პაატა მანჯგალაძე - ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ივანიშვილთან დაახლოებული პირია და არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს

ნახვები: 509 პაატა მანჯგალაძე - ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ივანიშვილთან დაახლოებული პირია და არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს

ვფიქრობ, მეტი ინფორმაციაა საჭირო მოსახლეობისთვის, რას უშავებდნენ ეს დამიანები ქვეყანას და რატომ არის მათი სანქცირება საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

„ეს სია საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, მეტი ინფორმაციაა საჭირო მოსახლეობისთვის, რას უშავებდნენ ეს ადამიანები ქვეყანას და რატომ არის მათი სანქცირება საჭირო. ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, ეს რატომ ხდება, მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს და ემსახურება ოლიგარქიას. ეს კითხვის ნიშნებია მასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა