მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ოლენა ზელენსკა - უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს

ნახვები: 620 ოლენა ზელენსკა - უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს

უკრაინაში მიმდინარე ომი მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს, თუმცა როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კიევში ჩაწერილ ინტერვიუში ოლენა ზელენსკამ აღნიშნა, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით უფრო მოკლე იქნება კრიზისი.

ჟურნალისტმა ლაურ კენსბერგმა უკრაინის პირველ ლედის ჰკითხა, რა გზავნილი ექნებოდა მას ბრიტანელი ხალხისადმი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე დგას.

„მე მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ფასები ასევე გაიზარდა და ეს უკრაინასაც შეეხო. ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ ხურდების დათვლას საბანკო ანგარიშებზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და ვითვლით ჩვენს მსხვერპლს“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა