ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სერგეი ლავროვი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში

ნახვები: 649 სერგეი ლავროვი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, მოსკოვის მიერ განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, „როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში“.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ინტერესებს, იქ იმყოფებიან ჩვენი მშვიდობისმყოფელები, იქ იმყოფება ჩვენი სამხედროების ჯგუფი, რომელიც ევროპაში საბრძოლო მასალების უმსხვილეს საწყობს იცავს. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხილული იქნება როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა სააკაშვილი“, – განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა