ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სერგეი ლავროვი - რუსეთმა არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო

ნახვები: 642 სერგეი ლავროვი - რუსეთმა არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო

რუსეთი არ უნდა იზოლირდეს და არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ შენგენის კედლების პასუხად, რომელთა აგებასაც ახლა ცდილობენ, ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, არ უნდა ვუპასუხოთ ანალოგიურად, არ უნდა დავსაჯოთ კოლექტიურად ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ გვყავს საყვარელი პერსონაჟები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი ვიზების საკითხებში „ევროპული ქვეყნების სისულელეს სისულელით არ უპასუხებს“.

„ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ იგივე გზით – ვუპასუხოთ სისულელეს სისულელით, თუმცა რა თქმა უნდა, არავის გაუუქმებია ნაცვალგება, რომლის მიზანმიმართულად გამოყენება უნდა მოხდეს ამგვარი ანტირუსული სანქციების მომწყობების, ორგანიზატორებისა და აღმსრულებლების წინააღმდეგ“, -აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, გუშინ, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა