ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა

ნახვები: 637 გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში აყვება, ის არის თაღლითობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯის თანამონაწილე.

„პრორუსული „ქართული ოცნება“ თაღლითობას აგრძელებს. ამ ინიციატივით გამოვიდნენ, რადგან საქართველომ მიიღოს კიდევ ერთხელ უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს არის პირდაპირი თაღლითური სქემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში აყვება, ის არის თაღლითობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯის თანამონაწილე. ძალიან კონკრეტული მექანიზმი არსებობს, რომელიც მათ დაამკვიდრეს და ჩვენ არაფერ ცვლილებას არ ვითხოვთ. სამოქალაქო სექტორი წარმოადგენს რამდენიმე კანდიდატს. ამ კანდიდატებიდან ჩვენ ვირჩევთ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი არის ნომერ პირველი სამოქალაქო სექტორიც და უფლებადამცველიც ქვეყანაში. შესაბამისად, კანდიდატურა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ. რაც შეეხება აკადემიურ წრეებს, ამ მაიმუნობებსა და თაღლითობებს, ასეთი თაღლითობა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევისას ჩვენ უკვე ვნახეთ. აკადემიური წრეები კი არა, ეს ხალხი ვინ არის გასარკვევია. ორჯერ ორი ოთხია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თაღლითობის მონაწილე არ იქნება და ვინც „ქართულ ოცნებას“ ამაში მიეხმარება, ის ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემას“, – განაცხადა ვაშაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა