ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იან ლიპავსკი - ევროკომისია გადახედავს პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებსაც კონკრეტული სახელმწიფოები აწყდებიან, რომელთაც უწევთ, შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობა მათ მიწაზე

ნახვები: 641 იან ლიპავსკი - ევროკომისია გადახედავს პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებსაც კონკრეტული სახელმწიფოები აწყდებიან, რომელთაც უწევთ, შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობა მათ მიწაზე

ჩეხეთი 2022 წლის 24 თებერვლიდან არ გასცემს რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის პუტინის ომი, თავს დაესხა სუვერენულ ევროპელ მეზობელს. ასეთ დროს ჩვენ ვერ მივემხრობით რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას, – ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, როგორ მიუდგება ამას ევროკავშირი.

„ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. არსებობს ფართო შეთანხმება რუსეთ-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ ამ დრომდე მოქმედებდა გამარტივებული წესები, თუმცა დღევანდელი შეთანხმებით, რუსეთის მოქალაქეებმა შეღავათებით არ უნდა ისარგებლონ. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების საფუძველი გახლდათ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების სურვილი, რაც მეტად აღარ არის რეალური.

დღეს მიღწეული შეთანხმება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკომისია ასევე გადახედავს პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებსაც კონკრეტული სახელმწიფოები აწყდებიან, რომელთაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო უწევთ რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობა მათ მიწაზე. არსებობს ბევრი პირობები და გარემოებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა