Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზღვარზე შესვლა-გამოსვლის დოკუმენტების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს

ნახვები: 579 ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზღვარზე შესვლა-გამოსვლის დოკუმენტების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზღვარზე შესვლა-გამოსვლის დოკუმენტების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ინფორმაციას გამოცემა „ეურაქტივი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შაბათს ცნობილი გახდა, რომ სერბეთი კოსოვოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტების შევსების აუცილებლობას მოუხსნის, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ კოსოვო უარს იტყვის პირველი სექტემბრიდან მსგავსი ზომების შემოღებაზე. „ეურაქტივის“ ცნობით, ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს კოსოვოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს დეფაქტო აღიარებას, რაც ბელგრადმა უარყო.

„დოკუმენტებზე შეთანხმების მიღწევა კარგია, მაგრამ ეს არის სიტყვიერი შეთანხმება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სანომრე ნიშნების თემასთან დაკავშირებით, რომლის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ვუჩიჩი გამოეხმაურა კოსოვოს პრემიერ-მინისტრის კურტის განცხადებას და მას საფრთხის შემცველი უწოდა. კოსოვოს პრემიერმა, ალბინ კურტიმ მანამდე განაცხადა, რომ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას ოქტომბრის ბოლომდე ელოდება.

„ეს ნიშნავს, რომ მას სურს, გაგრძელდეს კონფლიქტები და პრობლემები. მათ აქვთ შეთანხმება გადაადგილების თავისუფლებაზე. მაგრამ აქ სიტუაცია განსხვავებულია და სიტუაცია უფრო რთულია KS ნომრებთან დაკავშირებით. ვშიშობ, რაღაც სხვა მოვლენები გველოდება და ვიღაცას ჩვენი ჩართვა სურს კონფლიქტებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია იმდენ ხანს, რამდენიც შეგვიძლია და თავიდან ავიცილოთ ეს, მაგრამ როდესაც აღარ შეგიძლია, კედელთან გიმწყვდევენ და წასასვლელი არსად გაქვს”, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა