მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება

ნახვები: 622 ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბორელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„არ მგონია, რომ რუს მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა დაგვეხმარება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, – განაცხადა ბორელმა.

როგორც „როიტერი“ წერს, მიმდინარე კვირის ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან რუსეთი სმოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხის განსახილველად.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ზოგი რუსისთვის ვიზების გაცემის გზებს, ოლიგარქებს, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უფრო შერჩევითები უნდა ვიყოთ. მაგრამ არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა