მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა

ნახვები: 621 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა დოკუმენტი – აფიდევიტი, რომლის საფუძველზეც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.

მედიის ცნობით, 38-გვერდიან დოკუმენტში გარკვეული ინფორმაცია დაფარულია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მოწმეთა დაცვის თვალსაზრისით. აქვე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ თეთრი სახლიდან გაიტანა დოკუმენტაცია, რომელიც მოგვიანებით, მაისში ეროვნულ არქივს გადაეცა.

ამავე ინფორმაციით, დოკუმენტებით სავსე 15 ყუთიდან 14 შეიცავდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.

აფიდევიტის მონაცემებით, 67 დოკუმენტი მონიშნული იყო გრიფით „კონფიდენციალური“, 92 დოკუმენტი, როგორც „საიდუმლო“ და 25 – „სრულიად საიდუმლო“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა