ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Batumi Gaming Fest 2022-ის ორგანიზატორებმა მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს

ნახვები: 642 Batumi Gaming Fest 2022-ის ორგანიზატორებმა მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს

Batumi Gaming Fest-ის ორგანიზატორების მიერ სამორინეების სფეროში საქართველოში უმსხვილესი საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიების  მონაწილეთა სია ოფიციალურად დაანონსდა. ფესტივალი 30 ა და 1 ოქტომბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო Euphoria-ში გაიმართება.  

Batumi Gaming Fest ერთ სივრცეში გააერთიანებს კანონმდებლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს წარმომადგენლებს პოტენციურ ინვესტორებს.

Batumi Gaming Fest დაეხმარება მხარეებს ახალი იდეების მოძიებაში, ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში.

ფესტივალი წარმოადგენს კონფერენციისა და დემო სივრცის ერთგვარ სინთეზს, სადაც გეიმინგის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები შეძლებენ საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების წარმოჩენას.

 

ორი უმსხვილესი საგამოფენო სივრცე დაჯავშნილია ღონისძიების ძირითადი სპონსორებისთვის - IGT-სა (სათამაშო აპარატებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მომწოდებელი) და CoinPaid-ისთვის (კრიპტოვალუტის გაცვლის უდიდესი, ავტორიტეტული კომპანია).

სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, Batumi Gaming Fest-ზე ასევე წარმოდგენილი იქნება: სათამაშო ინვენტარის მწარმოებელი ლატვიური კომპანია CTC Holdings, სათამაშო აპარატების მწარმოებელი ბულგარული კომპანია CT Gaming და ონლაინ გეიმინგის დეველოპერი კომპანია - CT Interactive, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თამაშების მწარმოებელი კომპანია ბელარუსიდან - StarCoStudio, ასევე სპორტბუქინგის პლატფორმის პროვაიდერი კომპანია სომხეთიდან - Digitain.

ადგილობრივი ბიზნესი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე კომპანიით. ფესტივალის გენერალური პარტნიორი - Eclipse Casino Batumi, აგრეთვე, მეორე სპონსორი Otium Casino Batumi - ორივე მათგანი წარმოდგენილი იქნება საგამოფენო სტენდებზე შოუს სტუმრების გართობის მიზნით.

მათ, ვისაც სურთ სამუშაოს დაწყება სამორინეებში, საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ  სამორინეების მენეჯმენტს - დაუსვან მათ კითხვები და გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე.

ღონისძიებაზე მოწვეულია ყველა ძირითადი სამორინესა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპანიების ტოპ მენეჯმენტი. შესაბამისად, სამსახურის მაძიებლებისთვის ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გააფართოვონ და განამტკიცონ კავშირები.

ადგილობრივი ბიზნესიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: სამორინეს ინვენტარის სადისტრიბუციო კომპანია Gaming Supplies, სათამაშო ბიზნესში სპეციალიზირებული იურიდიული კომპანია Justice League, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია - TCH, აგრეთვე რამდენიმე პროექტი უძრავი ქონების სფეროდან.

უძრავი ქონების სექტორი 7th Heaven-ის სპონსორობით წარმოადგენს სპონსორის პროექტს და ასევე სამორინე-სასტუმროების სხვა პროექტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მოცემულ მომენტში.

 

BGF (ბგფ)-ის მთავარი მიზანია, ქალაქში გამჭვირვალე და საქმიანი გარემოს შექმნით დაეხმაროს ბათუმს, განვითარდეს, როგორც სათამაშო ტურიზმის რეგიონული ცენტრი.

ფესტივალთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:

https://bgf.ge/

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა