გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს აღმართული კანონიერად, დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში

23.08.2022 ნახვები: 583

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დროში ისევ იფრიალებს ხერსონსა და ენერგოდარში. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინული დროში დაბრუნდება დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე.

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ცისფერი და ყვითელი უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც ის უნდა იყოს აღმართული კანონიერად – დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის მელიტოპოლში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც ამ ომს წააგებს. ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველაგან იქნება ცისფერ-ყვითელი დროშა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის სახელმწიფო დროშა მალე აღიმართება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი მათ, ვინც უკრაინის დროშის დასაცავად სიცოცხლე გასწირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა