ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მნიშვნელოვანი, არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში და ვიდგეთ ერთად - ოლაფ შოლცი

ნახვები: 649 მნიშვნელოვანი, არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში და ვიდგეთ ერთად - ოლაფ შოლცი

მნიშვნელოვანია, არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, კანადაში 3 დღიანი ვიზიტისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანადა-გერმანიის სამომავლო პარტნიორობაზე ისაუბრეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო კანადას, რომ გადმოგვცა ტურბინა, ამით პუტინს თამაშის საშუალება არ მიეცა. რუსეთმა მთელ ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა, მათ ყოველთვის მოჰყავთ ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში და ვიდგეთ ერთად," - აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანადის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადისთვის" ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის გაყოფის საშუალება არ მისცა.

"ტურბინის დაბრუნებით, გამოვრიცხეთ საბაბი, რომ რუსეთი ვიღაცას დააბრალებდა მისი ენერგეტიკული პოლიტიკის იარაღად გამოყენების გადაწყვეტილებას. რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით, პუტინს უნდა, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენი საზოგადოების ნდობას, იმაზე თუ რა პოზიციაზეც ახლა ვდგავართ.

ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა პუტინის სტრატეგია, რომელიც მიმართულია მოკავშირეების გაყოფისკენ, რაც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენის მოხდენას და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, სწორედ ამის გამორიცხვას შევძლებთ,"- აცახდებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა