ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან იოსელიანი - ულტიმატუმებით საუბარი პროცესს აზიანებს, „ისფედი“ ყველა სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს წარმოდგენილი, ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა სიტუაციის დაძაბვისკენაა მიმართული

ნახვები: 501 ლევან იოსელიანი - ულტიმატუმებით საუბარი პროცესს აზიანებს, „ისფედი“ ყველა სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს წარმოდგენილი, ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა სიტუაციის დაძაბვისკენაა მიმართული

ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა იმისკენ არის მიმართული, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ეს პროცესი ჩიხში შევიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფში „ისფედის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანი აცხადებს, რომ თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, ჩიხში შევა 12 პუნქტის შესრულების მთავარი პუნქტიც.

„ერთმანეთთან ასეთი ულტიმატუმებით საუბარი ამ პროცესს აზიანებს. „ისფედი“ ყველა სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს წარმოდგენილი იმის მიუხედავად, მისი ხელმძღვანელის მიმართ რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს – არ აქვს მნიშვნელობა, მიტინგზე დგომას ედავებიან თუ სხვა რამეს. მთავარია, რომ ორგანიზაციას არასდროს გაუკეთებია განცხადება, რომ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგო პოზიცია გამოეხატა. ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, რომ „ისფედი“ სამუშაო ჯგუფებში არ დაუშვან. ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა იმისკენ არის მიმართული, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ეს პროცესი ჩიხში შევიდეს. თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, ჩიხში შევა 12 პუნქტის შესრულების მთავარი პუნქტი, რაც ამ პროცესის ინკლუზიურად წარმართვას გულისხმობს და ჩაითვლება, რომ ჩვენ ვერ შევასრულებთ ამ პუნქტებს და უარყოფით შეფასებას მივიღებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა