ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმიჯისთვის სჯობს, მოკეტოს

ნახვები: 502 კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმიჯისთვის სჯობს, მოკეტოს

უნდა მოკეტოს, – ასე უპასუხა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მისივე იმიჯისთვის სჯობს, რომ მოკეტოს, ვიდრე სისულელეები ილაპარაკოს. არავინ ცვლის საკუთარ ბედს სიმინდის ნამცხვარზე“, – განაცხადა კიმ ჩენ ინის დამ.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა. სამხრეთ კორეის მინისტრმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მუშაობს, კიმ იო ჯონგის ამ კომენტარს ძალიან უპატივცემულო და უხამსი უწოდა.

ეს პირველი კომენტარია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა იუნ სუკ იოლის გეგმაზე, რომელსაც თავად „გაბედულს“ უწოდებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გეგმა მაისში წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა