ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სალომე ზურაბიშვილი - ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება

ნახვები: 505 სალომე ზურაბიშვილი - ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება

ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბში „ხარება“ სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც „ენგურჰესია“ ხიდი აფხაზეთთან, ასევე ცხენი და ცხენოსნობა არის ხიდი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის და ზოგადად, გამაერთიანებელი. აუცილებელია, არსებობდეს ბევრი საჯინიბო და მათ რეგიონისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ჰქონდეთ.

საჭიროა, აქ იმართებოდეს დიდი შეჯიბრები, სადაც აფხაზებიც ჩამოვლენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საჭიროა, ამ ადგილს მისი კუთვნილი, ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ ცხენოსნობას ქართული სახელმწიფოსა და ქართული მხედრობისთვის კიდევ სხვა დატვირთვა აქვს.

თუ ამ ყველაფერს ერთად გავიაზრებთ და ტურიზმის მიმართულებასაც დავამატებთ, ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაცოცხლებელი დარგია. მივხედოთ ამ დარგს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

2016 წელს დაარსებული საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

როგორც USAID-ის მიერ დაფინანსებული საცხენოსნო კლუბის დაფუძნებული, დეკანოზი იაკობ ეხვაია აცხადებს, თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცეში მოზარდი თაობა გაუცხოებულია ბუნებასთან და ამიტომ მნიშვნელოვანია ცხენოსნობის განვითარება.

კლუბის დამფუძნებელმა საქართველოს პრეზიდენტს კლუბის განვითარების შესახებ შემუშავებული პროექტი წარუდგინა და მისი თანადგომის სურვილი გამოთქვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა