Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დეგნანი: გავრილოვის ღამე, ანტიდემოკრატიულობა, აქედანაა პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან

ნახვები: 581 დეგნანი: გავრილოვის ღამე, ანტიდემოკრატიულობა, აქედანაა პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ბრალდებები, რომლებსაც ისინი აყენებენ აშშ-ის საელჩოს მიმართ, დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებულია".

"მე არ ვიცი ისინი რას, ვის წარმოადგენენ, განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ბრალდებები, რასაც ისინი აყენებენ ჩვენს მიმართ დაუფიქრებელია და კონსპირაციულ თეორიებზეა დაფუძნებული, რომელსაც არანაირი საფუძველი და ბაზისი არ გააჩნიათ. ჩვენი საქმიანობა ასეთია, რომ ვხვდებით პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, ასე ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის აუცილებელი რომ გაკეთდეს, რა არის საჭირო რომ განვითარდეს ქვეყანაში დემოკრატია, იყოს მეტი უსაფრთხო და სტაბილური დემოკრატია და რა თქმა უნდა, ამ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ. ნებისმიერი ბრალდება, რომ დასავლეთი ხელს უწყობს პოლარიზაციას, არის გარკვეულწილად მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვა მხარეზე", - ამბობს ელჩი.

ამასთან, კელი დეგნანი სთავაზობს ქართველ ხალხს, გაიხედონ წარსულში და დაინახონ, რომ "გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები" - ესაა ფაქტორები, რამაც გამოიწვია პოლარიზაცია.

"ალბათ ყველას კარგად ახსოვს რა მდგომარეობა იყო თუნდაც სამი წლის წინ, მის წინაც, პოლარიზაცია არსებობდა მაშინაც და ეს გამოწვეული იყო მრავალი ფაქტორით, მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებებით და ა.შ, ვფიქრობ, სწორედ აქედან მოვიდა ეს პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან. მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციებზე მუშაობა, რაც იქნა გაცემული და ეს რეკომენდაციები ზუსტად იმ შინაარსისაა, რაზეც პოლიტიკური ლიდერები შეჰპირდნენ მოსახლეობას, რომ გააკეთებდნენ და ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს ინკლუზიურად", - ამბობს ელჩი. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა