ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მთავრობის სტრატკომი - ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა

ნახვები: 636 მთავრობის სტრატკომი - ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა

ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა, რაც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა