მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ანრი ოხანაშვილი - ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა დასვა საკითხი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, ნებისმიერი აზრი იქნება განხილული

ნახვები: 620 ანრი ოხანაშვილი - ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა დასვა საკითხი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, ნებისმიერი აზრი იქნება განხილული

ყველას წინადადება მოვისმინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. კორუფციის ინდექსის აღქმის თვალსაზრისით 145 სახელმწიფოს შორის საქართველო 45 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, იტალია და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში არის მოწინავე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება.

„ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იყო გადადგმული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, ჩვენი მხრიდან დავაყენეთ საკითხები პრევენციის თვალსაზრისით იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა და უწყებებს შორის კოორდინაცია დამატებით გაძლიერდეს. შესაბამისი იდეები ვთხოვეთ, რომ წარმოგვიდგინონ უწყებებმა, რა მიმართულებით შეიძლება, ექმნებოდეთ მათ საფრთხე და რა მიმართულებით ფერხდებიან კონკრეტული სამუშაოს თვალსაზრისით. ასევე, პრევენციასთან ერთად ჩვენი მიზანია, გამკაცრდეს კიდევ უფრო მეტად მიდგომა, სადაც საჭიროა სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვა იმისთვის, რომ თუ ხდება კორუფცია, ამის ადმინისტრირება მოხდეს. ასევე, სადაც საჭიროა საკანონმდებლო სივრცე, სისხლის სამართლის თვალსაზრისით კიდევ ჩავერიოთ და კიდევ გავამკაცროთ, იქნება ეს სანქციები თუ თუ სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვა. მთლიანობაში თავმოყრილია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რაზეც სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული ანტიკორუფციული მიმართულება, გამოვლენის შემდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგრძელება და სადაც საჭიროა კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობების და სანქციების გადახედვა. მესამე საკითხი, რაც სამოქალაქო სექტორმა დასვა, არის მსჯელობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ნებისმიერი იდეა და აზრი იქნება განხილული, ეს საკითხიც სამუშაო ჯგუფში იქნება განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში, ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა