ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ, ტაივანი ჩინეთის ნაწილია

ნახვები: 643 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ, ტაივანი ჩინეთის ნაწილია

ჩვენ მივიღებთ მტკიცე ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ აშშ-ის მცდელობა, შეაკავოს ქვეყანა ტაივანის საშუალებით და დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ვან ვენბინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო უწყების წარმომადგენელი კიდევ ერთხელ შეეხო ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა.

„ჩინეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პელოსი ჩინეთის ტაივანის რეგიონს ეწვია აშშ-ის მთავრობის თანხმობითა და განკარგულებით. მსგავსმა რეგრესულმა ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია ჩინეთის სუვერენიტეტი და წარმოადგენს ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულ ჩარევას“, – განაცხადა ვენბინმა.

​ვან ვენბინი ჩინეთის მიერ ტაივანის სიახლოვეს დაწყებულ სამხედრო წვრთნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წვრთნები საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით ტარდება.

„როგორც სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ აღნიშნა, ჩინეთის პოზიცია არის გამართლებული, გონივრული და სამართლებრივი. ჩინეთის ზომები არის მტკიცე, ძლიერი და მოზომილი, ხოლო სამხედრო წვრთნები ღია, გამჭვირვალე და პროფესიული. ისინი შეესაბამება შიდა და საერთაშორისო კანონებს, ასევე საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ვანგ ვენბინმა აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიაა და ქვეყანა მიიღებს მტკიცე ზომებს, რათა თავიდან იქნას არიდებული აშშ-ის მხრიდან ქვეყნის ტაივანის საშუალებით შეკავება.

„ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მივიღებთ მტკიცე ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ აშშ-ის მცდელობა, შეაკავოს ქვეყანა ტაივანის საშუალებით და დავამსხვრევთ ტაივანის ხელისუფლების ილუზიებს, რომლებიც აშშ-ზე დაყრდნობით გამოყოფაზე ოცნებობდნენ. ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთის ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნები მისი ტერიტორიის გარშემო მდებარე ზღვებში იყო ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალური. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ჩვენს პროვოცირებას ცდილობს და ქვეყნის კანონიერი ქმედება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით“, – აღნიშნა ვენბინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა