ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამწუხაროდ, უკრაინაში ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას, მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის

ნახვები: 635 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამწუხაროდ, უკრაინაში ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას, მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ცდილობს, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამდა დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია არსებულთან მხოლოდ პასუხისმგებლური მიდგომით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს შექმნილ დაძაბულ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ერევანის მხრიდან ბაქოსა და ანკარას გულწრფელ მოწოდებებზე პასუხის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„მე მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის სტაბილიზაცია მოკლე ვადებში მოხდება, თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა