ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დიმიტრი მედვედევი - ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით

ნახვები: 643 დიმიტრი მედვედევი - ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით

ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მედვედევი აცხადებს, რომ დღესაც სწორად მიაჩნია გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის სამხედროები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე შევიდნენ.

„ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით“, – ამბობს ინტერვიუში მედვედევი.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„ნატო-ს მისწრაფება, გაფართოვდეს რუსეთის საზღვრებთან, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე გადაიქცა მსოფლიოს პრობლემად. ყველა გონიერ ადამიანს ამაზე გული ერევა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ვერ ეღირსებიან ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრობას, სადაც შესვლა მხოლოდ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ვიწრო ხვრელის გავლითაა შესაძლებელი“, – ამბობს მედვედევი.

მისივე მტკიცებით, რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

„იქ მდებარეობს ჩვენი სამხედრო ბაზები. ეს კარგად ესმით საქართველოს ხელისუფლების წევრებს. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი და უკრაინაში 2022 წელს წამოწყებული საომარი მოქმედებები არის „დასავლეთის მცდელობა, შეარყიოს მდგომაროება რუსეთში“.

„ისინი ამას რუსეთის მეზობლების დახმარებით აკეთებენ. მიზანი ერთია – რუსეთის განადგურება“, – აცხადებს მედვედევი ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა