ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

როდესაც ნინო ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენიანი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკურ მთავრობას მოითხოვდა-მდინარაძე

ნახვები: 645 როდესაც ნინო ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენიანი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკურ მთავრობას მოითხოვდა-მდინარაძე

მმართველ გუნდს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შემიძლია მყარად დაგიდასტუროთ, რომ მმართველ გუნდს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს. გუნდში არავისზე არ გვისაუბრია. ამას თავის მიზეზები აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპოზიციის გარეშე წარმოუდგენელია, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კონსენსუსის და კომპრომისის გარეშე ვერ შევჯერდებით, რაც არ უნდა კანდიდატი გვყავდეს“,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა.

„გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა ნინო ლომჯარიამ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ  ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობებში.

როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებას იცნობს, დემოკრატიული გადაწყვეტა იყო ეს. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის, ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენ მიმართ კრიტიკული იქნებოდა. კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ პირადად მე, ნამდვილად არ მეგონა, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა