ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ანჯეი დუდა - უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ

ნახვები: 510 ანჯეი დუდა - უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ

უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამჟამად იცავს, როგორც პოლონეთს, ასევე გერმანიასაც, რუსეთი კი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის.

დუდას განცხადებით, დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეები, ამით რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია გაჟღენთილი.

„უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, – თქვა ანჯეი დუდამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა