Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„როიტერი“ - კრემლის მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთი დატოვა, ჰოსპიტალიზებულია

ნახვები: 579 „როიტერი“ - კრემლის მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთი დატოვა, ჰოსპიტალიზებულია

კრემლის მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთი დატოვა, ჰოსპიტალიზებულია.

„როიტერის“ ცნობით, ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. წინასწარი ცნობებით, მას იშვიათი იმუნური დარღვევა აქვს, რომელიც პერიფერიულ ნერვულ სისტემას აზიანებს.

როგორც სააგენტო წერს, ევროპის სადაზვერვო სამსახურები მომხდარს სწავლობენ, თუმცა დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა. ზოგიერთი მედია და ოპოზიციონერი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ჩუბაისი შესაძლოა, მოწამლეს.

„როიტერის“ კიდევ ერთი წყაროს ცნობით, კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს.

ანატოლი ჩუბაისის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია პირველმა რუსმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.

ჩუბაისი წარსულში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის უფროს იყო. ის ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებს კურირებდა, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა