ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოში პოზიტიური ბიზნესგარემოს შენარჩუნება შესაძლებელია-ლევან იოსელიანი

ნახვები: 499 უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოში პოზიტიური ბიზნესგარემოს შენარჩუნება შესაძლებელია-ლევან იოსელიანი

უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოში პოზიტიური ბიზნესგარემოს შენარჩუნება შესაძლებელია და მიხარია, რომ ეს აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა კომენტარი გააკეთა საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს საინვესტიოციო კლიმატია შეფასებული.

„ჩვენს ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინვესტორი ჩამოვა, მით უფრო ეს ხელს შეიწყობს ჩვენი მოქალაქეების გამდიდრებას და მნიშვნელოვანია მათი გზავნილი ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, სასამართლოში ერთ-ერთი პრობლემაა საქმეების გაჭიანურება.

„თუმცა არის კიდევ უფრო სხვა პრობლემები, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ეს პრობლემები დაკავშირებულია მათ შორის სასამართლოში გავლენიანი ადამიანების უფლებამოსილების შეკვეცაზე ან ჩამოშორებაზე და სისტემის გახსნასთან, ახალი მოსამართლეებისთვის შესაძლებლობის მიცემაზე. ამ ქვეყანაში არანაირი ფილტრი არ უნდა არსებობდეს, რომ ადამიანმა რომელმაც ისწავლა და იშრომა, დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც საქართველოს ეროვნულ ბანკზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

„რაც შეეხება ეროვნულ ბანკზე შეფასებას, საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაში საქართველოს სწორი პოზიცია უკავია. ინდივიდვალურ ნაწილში ქვეყანას განსხვავებული პოზიცია აქვს და ეს გასაგებია. მთავარია, საქართველო არ გახდეს გვერდის ავლის საშუალება სანქცირებული ტვირთვისთვის. მიხარია, რომ ჯერ ასეთი რამ დადასტურებული არ არის. თუ მსგავს ექნება ადგილი, ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლასთან, დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. ასეთი მტკიცებულებები ჯერ ვერ ვნახე და არ ვიზიარებ ამ ნაწილში კრიტიკას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მწვავე შეფასება მექნება, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა