ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

პოლტიკურმა პარტიებმა მთელი რესურსი ერთმანეთთან ბრძოლას შეალიეს, რამაც სახელმწიფო შეიყვანა ჩიხში - ლელა ჯეჯელავა

28.07.2022 ნახვები: 8657

„მიმაჩნია, რომ საქართელოს ევროპული ინტეგრაცია ეს არის, არა იმდენად  ჩვენი მზაობიდან გამომდინარე, არამედ ისტორიული პროცესის მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ამ შესაძლებლობას გვაძლევს ევროკავშირიც.  ახლა ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ისტორიის ლოგიკურ განვითარებაზე არ ვთქვათ უარი.“ - ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა, რომელმაც ევროპულ-ქართული ინსტიტუტის და სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის ინიციატივით ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა. მრგვალი მაგიდის თემა კი ახალი ეროვნული ინიციატივაგახლდათ.  

- ქალბატონო, ლელა, თქვენ როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გთხოვთ განგვიმარტოთ რა სახის დისკუსია გაიმართა ახალი ეროვნული ინიციატივის  ირგვლივ?

- დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელთაც თავიანთი ხედვები აქვთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ისინი არიან საკუთარ სფეროებში პროფესიონალები და შესაბამისად შეხვედრის ფარგლებში საინტერესო იყო იმ პრობლემათა იდენტიფიკაცია, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ შეფარულ თუ ღია წინააღმდეგობებზე საუბარი, რომელიც ისტორიულ პროცესში ბარიერს წარმოადგენს.

- რა არის მსგავსი ტიპის შეხვედრების მთავარი მოტივაცია?

- ფაქტია, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ნება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს დადასტურდა არაერთგზის მრავალრიცხოვანი შეკრებით ამ იდეის გარშემო. მიმაჩნია, რომ საქართელოს ევროპული ინტეგრაცია ეს არის არა იმდენად  ჩვენი მზაობიდან გამომდინარე, არამედ ისტორიული პროცესის მოთხოვნა და აქედან გამომინარე ამ შესაძლებლობას გვაძლევს ევროკავშირიც.  ახლა ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ისტორიის ლოგიკურ განვითარებაზე უარი არ ვთქვათ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია, ამიტომ ჩვენი შეკრების მიზანიც სწორედ  ის იყო, თუ როგორ დავძლიოთ ხელისუფლების წინააღმდეგობა და როგორ ავაფეთქოთ ის ნაღმები, რომლსაც ის ამ გზაზე დებს. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და როგორ შეიძლება კონსოლიდირებული იდეის შექმნა, რაც ხელისუფლებას აიძულებს, უკან დაიხიოს.

- ქალბატონო, ლელა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის სახელმა გაიჟღერა, როგორ ფიქრობთ ევროპის გზაზე ეს ერთადერთი პრობლემაა?

-არა, არასაკვირველია, უბრალოდ ეს პრობლემები ერთიანდება და საბოლოო გზას ამ პიროვნებამდე მივყავართ. მე არ მგონია, რომ ერთი ბიძინა ივანიშვილი ის პრობლემა იყოს, რომელსაც საქართელოს ისტორიული ბედისწერის შეცვლა შეუძლია.

- როგორ ფიქრობთ აღნიშნულ პროცესში ბარიერს მხოლოდ ხელისუფლება წარმოადგენს? არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია უმოქმედოა?

- ვფიქრობ და ფაქტიცაა, რომ ჩვენ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში იმას არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ხელისუფლება არ გვივარგა. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ  საერთო პრობლემაა მთელ პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, ნდობის კრიზისია საზოაგდოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.

- პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში წლებია გრძელდება. როგორ ფიქრობთ ამ ისტორიული პროცესის მიმდინარეობისას მაინც თუ შეძლებენ პოლიტიკური პარტიები კრიზისის დაძლევას?

- ძალიან ძნელად წარმოსადგენია რამდენად შეძლებენ პოლტიკური პარტიები  ამ კრიზისული სიტუაციის დაძლევას, ვინაიდან,  მათ მთელი რესურსი ერთმანეთთან ბრძოლას შეალიეს, რამაც სახელმწიფო შეიყვანა ჩიხში. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და  სამოქალაქო სექტორმა ერთად შეძლოს გამოსავლის პოვნა.  

- გამოსავალი არსებობს?

- ვფიქრობ, არ არსებობს დაუსრულებელი ჩიხური სიტუაცია, არსებობს ჩიხური აზროვნება. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ ტიპის შეხვედრებზე აუცილებლად დაიბადება  და გაჩნდება სწორი ხედვა, რომელსაც შემდეგ სტუქტურული ფორმა მიეცემა და ყველაფერი უკეთესად იქნება.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა