ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 499 კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს-ირაკლი ქადაგიშვილი

კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული.

„ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული. ანუ, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არ არის არანაირი ძალის მქონე. როცა აფხაზეთში რუსეთის ოკუპაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ყველა ფსევდოსამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები უგულებელყოფილი და გაბათილებული იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში არის ძალიან დიდი გაღიზიანება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთში პრორუსული განწყობილებების შემცირებას და პირიქით, ანტირუსული განწყობების დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, ეს კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა