ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს-ლევან იოსელიანი

ნახვები: 500 „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს-ლევან იოსელიანი

პარალელური პროცესი არათუ ეწინააღმდეგება 12-პუნქტიანი შეთანხმების იდეას, არამედ ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ჩაერთოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელური პროცესი არის დამაბნეველი და გათვლილი კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე, რაც საბოლოო ჯამში ვერ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან, რადგან პარტიული ინტერესია.

„ვფიქრობ, რომ ყველამ უარი უნდა თქვას პარტიულ სეპარატიზმზე და იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა დაიწყოს მუშაობა, რომელიც არც „ქართული ოცნების“ არის, არც ოპოზიციის, პარლამენტშია შექმნილი და რომლის შექმნაზეც რეკომენდაცია ევროკომისიამ გასცა. გიორგი ვაშაძის მოტივაციაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან მისი ბევრი ნაბიჯი არ მესმის. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო“-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ნაბიჯები ნაკლებად მაინტერესებს, ეს პარტიები თავიანთი ნაბიჯებით აზიანებენ იმ საერთო მიზანს, რასაც 12 რეკომენდაციის შესრულება ჰქვია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა