Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბლინკენი: გლობალური სასურსათო კრიზსის გაღრმავებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ნახვები: 577 ბლინკენი: გლობალური სასურსათო კრიზსის გაღრმავებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

აშშ მკაცრად გმობს რუსულ სარაკეტო თავდასხმას ოდესის პორტზე. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ეს ქმედება ბადებს ეჭვებს რუსეთის მიერ შეთანხმების შესულების სანდოობაზე. 

"აშშ მკაცრად გმობს რუსულ სარაკეტო თავდასხმას ოდესს პორტზე. შეთანხმების დადებიდან 24 საათში რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები ისტორიულ პორტზე თავდასხმით, საიდანაც, ამ შეთანხმების ფარგლებში, კვლავ უნდა მომხდარიყო მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქტის ტრანსპორტირება.

უკრაინაზე თავდასხმის გაგრძელებით კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას. 

ოდესის პორტზე თავდასხმა იწვევს სერიოზულ ეჭვს რუსეთის მიერ 22 ივლისის შეთანხმებისადმი ერთგულების სანდოობის შესახებ და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის მუშაობას მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვების გატანაზე. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე. მან უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება, რომლის განხორციელების პირობაც დადო". - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. 

უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევის და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. 

22 ივლისის შეთანხმებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ. 

შეთანხმება გაერომ დაახასიათა, როგორც იმედის სხივი რამდენიმეთვიანი ომის პირობებში. 

უკრაინის არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 23 ივლისს, გამთენიისას ოდესის პორტში 2 ბომბი ჩამოვარდა, კიდევ 2 კი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თავდასხმა დაგმო და რუსეთი „საკვების კრიზისის სისტემატურ შექმნაში“ დაადანაშაულა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა