Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროკომისიის ენერგეტიკულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს

ნახვები: 578 ევროკომისიის ენერგეტიკულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს

ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა.

როგორც სააგენტო წერს, ბოლდუინი მიმდინარე კვირას იმყოფებოდა ნიგერიაში, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ნიგერია აუმჯობესებს უსაფრთხოებას მდინარე ნიგერის დელტაში და გეგმავს „ტრანს-ნიგერის გაზსადენის“ ამუშავებას, რაც ევროპაში მეტი გაზის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა.

„მათ გვითხრეს, მოდით და ვისაუბროთ კიდევ აგვისტოს ბოლოს, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ამ საკითხში“, – განაცხადა ბოლდუინმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი ნიგერიიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის 14%-ის იმპორტს ახორციელებს და იმედოვნებენ, რომ ეს მოცულობა უახლოეს მომავალში გაორმაგდება.

მიმდინარე კვირას ევროკომისიაში განაცხადეს, რომ წევრმა ქვეყნებმა 15%-ით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება აგვისტოდან მარტამდე პერიოდში. კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება ნებაყოფლობითია, თუმცა საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა