ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მადლობაა სათქმელი, რომ ბრიფინგი ჩვენი საკითხით გაიხსნა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 639 ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მადლობაა სათქმელი, რომ ბრიფინგი ჩვენი საკითხით გაიხსნა-იაგო ხვიჩია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მადლობა არის სათქმელი, რომ ეს ბრიფინგი ჩვენი საკითხით გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ აინტერესებთ საქართველო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა და გუშინ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, ბრიფინგი გზავნილია ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი ელჩს მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩემი აზრით, ეს ბრიფინგი გასაგები მესიჯიც არის ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი ელჩს მხარდაჭერას უცხადებენ და ელჩის მიმართ შეურაცხყოფას რა შედეგი მოჰყვება, ვნახავთ. ვინაიდან, მოტივაცია არ ვიცი, „ქართული ოცნების“ მხრიდან ელჩის მიმართ ეს ყველაფერი სიგიჟე მგონია, რადგან ვერ ვხვდები, საქართველოში რატომ შეიძლება, ვინმეს უნდოდეს, რომ პარტნიორები დავკარგოთ, დასანქცირებულთა სიაში მოხვედრა, საქართველოდან ამერიკის გასვლა. ვისაც ეს უნდა, სანაცვლოდ რას იღებს? – ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც სიგიჟეს და ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ აზრზე მოვიდეს ან იქნებ, თვითონ ან გარემოებამ მოიყვანოთ აზრზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა