ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჯოზეფ ბორელი - უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას, ომი თუ გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას

ნახვები: 635 ჯოზეფ ბორელი - უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას, ომი თუ გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას

უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას, ომი თუ გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის გაგრძელების საჭიროებაზე და უკრაინისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერის აღმოჩენაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მის ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას. ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევთავაზე მომდევნო ტრანში. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ, მაგრამ დღეს მინისტრები ამაზე დათანხმდნენ“, – განაცხადა ბორელმა.

საუბარია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობით, სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე.

ჯოზეფ ბორელმა განმარტა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სანქციებზე.

„მაგიდაზეა წარმოდგენილი ერთობლივი წინადადება, რომელიც კიდევ უფრო მეტი ზომების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას სანქციებისგან თავის არიდების საშუალებები.

ეს სანქციები მუშაობს. რუსეთის ეკონომიკაზე მწვავედ აისახა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ომს ერთ ღამეში, მაგრამ ამ სანქციების შედეგები ძალიან ბევრ ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნის რუსეთს“, – აღნიშნავს ბორელი.

მისივე თქმით, შემაშფოთებელი ცნობები მოდის რუსული ძალების მიერ სექსუალური ძალადობის, როგორც ომის იარაღად გამოყენების შესახებ. ბორელი ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს საკვებისა და ენერგეტიკის გლობალური კრიზისის გაჩაღეებისთვის.

„შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის, სექსუალური ძალადობის, როგორც ომის იარაღად გამოყენების შესახებ. ასევე ყველამ იხილა ცეცხლწაკიდებული ხორბლის მინდვრების ფოტოები. ისინი განაგრძობენ ექსპორტის ბლოკირებას უკრაინიდან. ისინი პასუხისმგებელი არიან მსოფლიოში შიმშილზე. რუსეთი ცდილობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურებას და ამავდროულად საკვებისა და ენერგეტიკის გლობალურ კრიზისს აჩაღებს“,- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა