ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 638 ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია და აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს, ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს გახდის.

„უკრაინაში რუსეთის ბრუტალურ შეჭრამდეც რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირში სანდო აღარ იყო, ამიტომ ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება. თქვენ ნამდვილად ხართ უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორი ჩვენთვის და ყოველთვის სანდო იყავით. უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხართ არა მხოლოდ უსაფრთხო მიწოდებაში, არამედ ჩვენს ძალისხმევაში, მივაღწიოთ კლიმატურ ნეიტრალიტეტს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს ხდის. მინდა, გამოვყო სამი პუნქტი ჩვენი მემორანდუმიდან. პირველი – ჩვენ გავაორმაგებთ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ნამდვილად, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“. ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც ამჟამად 8 მილიარდ კუბურ მეტრ აირს აწვდის წლიურად. ჩვენ რამდენიმე წელიწადში გავზრდით ამ მოცულობას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. შემდეგი წლიდან ჩვენ უკვე უნდა მივაღწიოთ 12 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. ეს დაეხმარება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მიწოდების უსაფრთხოებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმში მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი განახლებადი ენერგიის საკითხებია. აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. დღეს ამ მემორანდუმით საფუძველი ჩავუყარეთ მყარ თანამშრომლობას ამ სფეროში. ასე რომ, თანდათანობით აზერბაიჯანი წიაღისეული საწვავის მიმწოდებლიდან განახლებადი ენერგიის ძალიან სანდო და გამორჩეულ პარტნიორად გარდაიქმნება.

დაბოლოს, ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივ აირზე უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს პასუხისმგებლობას კლიმატთან დაკავშირებით. ეს მოიცავს მეთანის გამოყოფას. მემორანდუმში გაწერილია ვალდებულებები მეთანის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი აირის მიწოდების მთლიანი ჯაჭვის ფარგლებში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა