ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრიტანული დაზვერვა: რუსი მეთაურები უკრაინის მხრიდან შეტევით ოპერაციებს სერიოზულად უყურებენ

ნახვები: 638 ბრიტანული დაზვერვა: რუსი მეთაურები უკრაინის მხრიდან შეტევით ოპერაციებს სერიოზულად უყურებენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსული ჯარების გადაადგილება და მათი სხვა მოქმედებები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნევენ უკრაინის მხრიდან შეტევითი ოპერაციების საფრთხეს რუსი მეთაურები. 

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით: 

  • რუსეთი აძლიერებს თავდაცვით პოზიციებს უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს მოიცავს ცოცხალი ძალის, აღჭურვილობის და თავდაცვითი მარაგის გადაადგილებას მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის, და ხერსონში. 
  • რუსული ძალები მელიტოპოლშიც ზრდიან უსაფრთხოების ზომებს. 
  • უკვე ერთ თვეზე მეტია, უკრაინული ძალები ზეწოლას ახდენენ რუსეთის თავდაცვის ხაზზე ხერსონის ოლქში, ხოლო როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ, ისე ვიცე პრემიერმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციების შესახებ, რათა აიძულონ რუსები, დატოვონ ის ადგილები, რომლებსაც ახლა აკონტროლებენ. 
  • რუსული თავდაცვითი მოძრაობები, დიდი ალბათობით, არის პასუხი უკრაინის სავარაუდო შეტევით ოპერაციებზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დონბასში ბოლო ვიზიტის დროს წამოყენებულ მოთხოვნაზე, ასევე, იმ თავდასხმებზე, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს სამეთაურო პუნქტების, ლოჯისტიკური კვანძების და ჯარების კონცენტრაციის წინააღმდეგ. 
  • რუსულ ადამიანურ ძალაზე ზეწოლის გათვალისწინებით, უკრაინის სამხრეთში თავდაცვის გაძლიერება ​დონბასისთვის ბრძოლის პარალელურად, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ რუსი მეთაურები საფრთხეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 16 ივლისს ბრძანება გასცა, რუსულმა ჯარმა ყველა მიმართულებით გააძლიეროს მოქმედებები უკრაინაში. 

მანამდე, 11 ივლისს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაიკავონ. 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ათასობით ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ქალაქი სრულად განადგურდა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა