ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას-ჯეიჰუნ ბაირამოვი

ნახვები: 502 ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას-ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა