ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 633 ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება.

შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით.

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.

განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა