მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

მისასალმებელია რიგგარეშე სხდომების მოწვევაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 621 მისასალმებელია რიგგარეშე სხდომების მოწვევაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება-პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომების მოწვევასთან დაკავშირებით.

მანჯგალაძის თქმით, ახლა მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს იმის გამბედაობა, რომ მივიდნენ სხდომაზე და სხდომის საბოტაჟი არ მოაწყონ.

„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მოიწვია რიგგარეშე სესია. ჩვენ მოვითხოვეთ სესიის ჩატარება და არა სხდომის. სესიას აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, თავის საპარლამენტო საქმიანობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ვგულისხმობ საკომიტეტო მუშაობას, სხდომებს და დასრულდება მაშინ, როცა ამოიწურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. აი, ეს არის, რაც გააკეთა პრეზიდენტმა. ნამდვილად მისასალმებელია მისი ეს ნაბიჯი. ეს ხელს უწყობს პოლარიზების დასრულებას, თანამშრომლობის პლატფორმა პარტიებს შორის არის პარლამენტი. ახლა მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს გამბედაობა იმის, რომ მოვიდნენ სხდომაზე და ამ სხდომის საბოტაჟი არ მოაწყონ. თუ მოხდება პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი, როგორც ეს უკვე ერთხელ ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ იქნება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, აღიარებული და დასაბუთებული. ეს იქნება მტკიცებულება, რომ არ ასრულებენ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს სამუშაო ჯგუფების სახით, არის ფარსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა