Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლო არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ბრალდებას მტკიცებულებების დონეზე ვუპასუხოთ – ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა – ნადარაიამ ის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა
Euronews: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე ვეტოს მოხსნის
გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია – პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ

ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 242 ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებული შეთანხმებების შესრულება დააჩქარონ.

„ამ ყველაფერზე მსოფლიოსგანაც მკაფიო პასუხი გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არა მხოლოდ გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელების მხარდამჭერი განცხადებები, არამედ შეასრულონ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული შეთანხმებებიც“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მორიგი მასშტაბური თავდასხმა ჩინეთში გამართული შეხვედრების შედეგებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის პოზიციას უკავშირდება.

„პუტინმა ეს თავდასხმა დემონსტრაციულად განახორციელა – ჩინეთში გამართული სუსტი შეხვედრებისა და მსოფლიოს რუკის „გადახატვის“ მცდელობის ფაქტობრივად ჩავარდნის შემდეგ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე რუსეთის პოზიციები, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. რუსეთი ცდილობს, თავისი სამხედრო და დიპლომატიური უძლურება სწორედ ასეთი ტერორით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სწორედ ამგვარი თავდასხმებით აინაზღაუროს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი შეიარაღების მიწოდების პაკეტების მომზადება უკვე დაიწყეს.

ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეერთებული შტატებიდან PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდებას.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დღესვე დაუკავშირდეს თითოეულ იმ პარტნიორს, რომელმაც უკვე დაიწყო საჰაერო თავდაცვის პაკეტების მომზადება. საჭიროა მიწოდების პროცესის დაჩქარება. უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ცალკე განვიხილე აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციის საკითხი, რომელიც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდებას ეხება. დიდი იმედი გვაქვს, რომ პენტაგონი გასცემს იმ მარაგებს, რომლებსაც ჩვენ ველოდებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმისას გამოყენებული იყო 100-ზე მეტი რაკეტა და 400-ზე მეტი დრონი.

გავრცელებული მონაცემებით, თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. კიევში დაზიანებულია სამი ხიდიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა