Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლო არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ბრალდებას მტკიცებულებების დონეზე ვუპასუხოთ – ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა – ნადარაიამ ის წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა
Euronews: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე ვეტოს მოხსნის
გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია – პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ

ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლო არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ბრალდებას მტკიცებულებების დონეზე ვუპასუხოთ – ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა

ნახვები: 234 ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლო არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ბრალდებას მტკიცებულებების დონეზე ვუპასუხოთ – ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხე მხარეს მტკიცებულებების სრულყოფილად განხილვისა და ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ აძლევს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომიდან გაძევების შემდეგ განაცხადა.

ბიბილაშვილის შეფასებით, სასამართლო პროცესის გაჭიანურების არგუმენტით ცდილობს კითხვების რაოდენობის შეზღუდვას, მაშინ როდესაც საქმე უპრეცედენტოდ სწრაფად განიხილება.

„მე სასამართლოს რამდენჯერმე ვთხოვე, შეეწყვიტა სპეკულირება საქმის გაჭიანურებაზე აპელირებით, ვინაიდან შეუძლებელია საქმის გაჭიანურებაზე ვისაუბროთ, როდესაც მხოლოდ ერთი თვეც არაა, რაც საქმის განხილვა დაიწყო და პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს არის უპრეცედენტო სიჩქარე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოში არსებობს საქმეები, რომელთა განხილვაც წლების განმავლობაში არ მიმდინარეობს, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი დაჩქარებული წესით განიხილება.

„არსებობს საქმეები, რომლებიც წლობით შემოდებულია თაროებზე და მათ არავინ იხილავს. საქართველოში დაჩქარებული წესით ხდება მრავალპარტიული დემოკრატიისა და ოპოზიციის გაუქმება“, – აღნიშნა მან.

ბიბილაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ თითოეულ ბრალდებასა და მტკიცებულებაზე პასუხის გაცემა აუცილებელია, თუმცა სასამართლო მოპასუხეებს კითხვების გაერთიანებისა და მათი რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდებს.

„როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო. ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ? საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში პირობითად არის 100 მტკიცებულება, მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ? ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი?“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომ მტკიცებულებების გამოქვეყნებისა და გამოკვლევის ეტაპები გამოტოვა, რის გამოც მოპასუხე მხარეს მათი ინდივიდუალურად განხილვის შესაძლებლობა არ მიეცა.

ბიბილაშვილი ამტკიცებს, რომ საქმეში ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომლის მტკიცებულებითი მნიშვნელობაც, მისი თქმით, თავად მოსარჩელე მხარის განმარტებებითაც სადავოა.

„თუ ამბობენ, რომ მტკიცებულება ბევრია, მაშინ ეს მტკიცებულებები ცალკე რატომ არ წარადგინეს, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალურად გაგვებათილებინა? ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა და ზუსტად ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების შებღალვა, რასთანაც ამ დღეებში საქმე გვაქვს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ გადაწყვეტილება სხდომის წესრიგის განმეორებითი დარღვევითა და გაფრთხილებების მიუხედავად საუბრის შეწყვეტინებით ახსნა.

თავად ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო მხარეების მიმართ თანასწორ მიდგომას არ უზრუნველყოფს. ნადარაიამ ეს შეფასება უარყო და განაცხადა, რომ პროცესზე მხარეების მიმართ „აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა