ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლის მამაკაცი მოკლეს – შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია
ქობულეთში, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კახა კალაძე: გამრეკელის ქუჩაზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ
ვახო სანაია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ: მათი გზავნილია „ყველას დაგიჭერთ“, ჩვენი გზავნილია – არ გვეშინია!
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბელამდე გაიზარდა – დარღვევისთვის ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა
რატომ სჭირდება საქართველოს ქარის ენერგია – ენერგოდამოუკიდებლობის რეალური ფასი
ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა უკრაინის მთავარი პრიორიტეტია – პარტნიორებს რაკეტები საწყობებში არ უნდა ეწყოთ
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია

ქობულეთში, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნახვები: 241 ქობულეთში, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამი პირი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა