ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი
მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება
მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის
ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

ნახვები: 234 მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებამ გამოავლინა იმ ადამიანების ფარისევლობა, რომლებიც თავს ქრისტიანებად და ეკლესიის ერთგულებად წარმოაჩენენ, თუმცა სასულიერო პირებს შეურაცხყოფენ.

ამის შესახებ ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, ხალხს ზემოდან არ უყურონ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ეკლესიასთან ერთად იმსჯელონ.

„მეუფე იობის სიტყვა მართლაც მართლმკვეთელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, და მან ბევრს ჩამოხადა ნიღაბი ვითომ ქრისტიანობისა და ვითომ ეკლესიურობისა, დაგანახათ ნამდვილი სახე ფარისევლობის. მორწმუნე ქრისტიანი ასეთ ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს, რაც არ უნდა მკაცრად მოგჩვენებოდათ მისი სიტყვა, ასეთ ზღვარგადასულ ქვების სროლას, ცილისმწამებლურ კამპანიას არ დაუწყებდა“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ეპისკოპოსის თქმით, მეუფე იობის ქადაგება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება არ ყოფილა. მისი განმარტებით, მიტროპოლიტმა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, მოქალაქეებმა მომავალ არჩევნებზე უკეთესი ხელისუფლება უნდა აირჩიონ.

„მე ვიცი, რამაც გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად. ზოგს უნდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად თქვას, თითქოს მეუფემ თქვა, რომ დავამხოთ ხელისუფლება, რევოლუცია მოვაწყოთო. მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ამ ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწა-წყლის უცხოტომელებზე გასხვისება და სხვა მრავალი პრობლემა, მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ, როცა არჩევნები იქნება“, – აღნიშნა მან.

მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპირატესობის დემონსტრირებას.

„თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები ხართ, ამ ქვეყნის შვილები. ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს, რადგან ჩვენი მოწოდებაა, მოვძებნოთ გამოსავლის გზები“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებაზე, აზარტულ თამაშებსა და ახალგაზრდების თვითმკვლელობის შემთხვევებზე. მისი შეფასებით, სახელმწიფო მხოლოდ მომხმარებლების დაკავებით არ უნდა შემოიფარგლოს და მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

„ეს ნარკოტიკები ციდან ხომ არ ცვივა?! შემოდის და მერე ამის რეალიზაცია ხდება. გამოდის, რომ ვიღაც მფარველობს მას. ჩვენ კი ვხედავთ ტელევიზიით, რომ შეიძლება დღე არ გავიდეს, ვინმე არ დაიჭირონ, მაგრამ შედეგს ბრძოლა კი არ უნდა – მომხმარებელი უკვე ავად არის, მისთვის სტაციონარი უნდა ავაშენოთ, დავეხმაროთ“, – განაცხადა მან.

ეპისკოპოსმა ასევე გააკრიტიკა მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა და ის „ცალკე მაფიად“ მოიხსენია. მისი თქმით, სახელმწიფომ დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარების უფრო ეფექტიანი გზები უნდა მოძებნოს.

მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე პრობლემებზე სასულიერო პირების დუმილი საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფა იქნებოდა.

„ბევრი კარგიც კეთდება. ეს ყველაფერი განა ვინმეა დაუნახავი, რაც გაკეთებულა, მაგრამ ახლა რა გამოწვევების წინაშეც ვართ, ამაზე დუმილი უფრო არ არის ღალატი ქვეყნისა? ჩვენ ღვთის წინაშე ვალდებულები ვართ, რადგან ჩვენს უკან ღვთისაგან მობარებული სამწყსოა“, – აღნიშნა მან.

ეპისკოპოსი სასულიერო პირების მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მან განსაკუთრებით გააკრიტიკა მღვდელმთავრის შესამოსლის დამცინავად მოხსენიება და განმარტა, რომ მიტრა ქრისტეს ეკლის გვირგვინს განასახიერებს.

„ეს მიტრა, თურმე, თავზე რომ დაგიდგამთო. მიტრა ქრისტე მაცხოვრის ეკლის გვირგვინს განასახიერებს და ეს ბისონი თქვენთვის ზიზილ-პიპილოებია? აი, ეს არის თქვენი ეკლესიურობა და სარწმუნოება?“ – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

მან ასევე უარყო ბრალდებები, თითქოს მეუფე იობი და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მოწყობას ცდილობენ.

„არ გინდათ რაღაც შეთქმულების თეორიების შემოგდება. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ამის წამომწყები და ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამთ. ჩვენ გვტკივა და გვაწუხებს ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. უბრალოდ, დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა