ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი
მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება
მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის
ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ

მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის

ნახვები: 226 მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის

 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) განცხადებით, საზოგადოებაში „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი“ დაიწყო და თანდათან ყველას რეალური სახე გამოჩნდება. ამის შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა და სასულიერო პირებსა და მრევლს ერთგულების, ურთიერთპატივისცემისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. „არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“. არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის. ეს კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვინ არის შენ გვერდით. შეიძლება ახლობელი იყოს და, აი, თურმე უბეში გველი მყოლია. დადგება სულიწმიდის მადლით ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და გამოჩნდება ისეთი, როგორიც არის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე იობმა აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის ვალია, უფლისა და სამშობლოს ერთგული იყოს და საზოგადოებაში ურთიერთსიყვარულსა და თანადგომას გაუფრთხილდეს.

„თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მას უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება თუ ერის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი“, – აღნიშნა მან.

მიტროპოლიტის თქმით, საქართველოს ეკლესიას მართლმადიდებლობის დაცვის განსაკუთრებული მისია აკისრია. მისი შეფასებით, ქართულმა ეკლესიამ ისტორიულად შეინარჩუნა სარწმუნოების ერთგულება და ეს პასუხისმგებლობა მომავალშიც უნდა იტვირთოს.

„ჩვენ ერს სხვა მისია აკისრია. ჩვენ ვართ ქვეყანა, ის ეკლესია, რომელიც მწვალებლობაში არასდროს ჩავარდნილა. ჩვენ კი არ უნდა მიგვითითონ, პირიქით, ჩვენ უნდა ვამხილოთ, თუ სხვა ეკლესიებში დარღვევა იქნება, მართლმადიდებლობიდან გადახვევა იქნება. ჩვენ მამხილებელი ეკლესია უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მეუფე იობმა.

მან მრევლს მხნეობისკენაც მოუწოდა და საქართველოს მომავალზე ისაუბრა.

„საქართველო გაბრწყინდება. ჩვენ უნდა გავმხნევდეთ. ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი. ჩვენ ვართ საზეპურო ერი, რჩეული ერი. ეს რჩეულობა უნდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობით, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვით“, – დასძინა მიტროპოლიტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა