ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს

ნახვები: 255 ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს

საქართველომ სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა უნდა განახორციელოს, მათ შორის შექმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი, რომლის ძირითად მოთხოვნებსაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ევროკომისიის შეფასებით, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული პირებისა და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმებას.

ანგარიშის თანახმად, საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირებსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, ასევე შესაბამის თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებზე.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის არ უნდა იყოს და მათ გადაწყვეტილების მიღებაზე გადამწყვეტი გავლენა უნდა ჰქონდეთ.

აღნიშნული მოთხოვნები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა