ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ნახვები: 259 ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება
საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ანტიევროპული რიტორიკა, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უგულებელყოფა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის საქართველოს შესახებ მომზადებულ ნაწილშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ისე მთავრობის 2025–2028 წლების პროგრამას.

„ეს ასევე მკვეთრ კონტრასტშია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასთან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები ფორმალურად ფუნქციონირებას განაგრძობდნენ, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები არ გამართულა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრაციის ტენდენციაზეც. ევროკომისიის თანახმად, პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაგრძელდა, ხოლო ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე სახელმწიფო უწყებები პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა