გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი

ნახვები: 178 გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრალდების საფუძვლად ქცეული განცხადება მის ნათქვამს არ შეესაბამება.

„ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურება. ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი ადამიანის გაშავებისა, ადამიანის სახელისა და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრისა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში გაატარა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების ბრალდება მისთვის მიუღებელია.

„მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის სამსახურში გავატარე. თუკი რამე მომხდარა ქვეყანაში, ყველგან წინა ხაზზე ვიყავი, მშვიდობიანი ფრონტი იყო თუ შეიარაღებული. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ რამეს გამოვაკლდი ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა მან.

ბარამიძე აცხადებს, რომ სადავო განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები არაერთხელ გააკეთა, არასწორად შერჩეული ფორმულირებაც აღიარა და ბოდიში მოიხადა, თუკი მისი სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მაბრალებენ იმას, რაც ტყუილია. მე ვამბობ, რომ არ მითქვამს და განვმარტე. ისიც ვაღიარე, რომელი სიტყვაც ყურს ჭრის, შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს და არასწორია. წერილობითაც, სიტყვიერადაც, ტელევიზიითაც და ფეისბუქზეც განვმარტე. თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე“, – განაცხადა ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება მის განცხადებას 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შესახებ, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შელახა ომის ვეტერანებისა და დაღუპული სამხედროების პატივი და ღირსება, ასევე საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბარამიძის ქმედებამ ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას და დააზიანა ქვეყნის სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა.

წარდგენილი ბრალდება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუთითე, რომ ეს ბარამიძის შეფასებააგააიმიჯნე ბრალდება და ფაქტები
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა