ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება

ნახვები: 249 წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებები წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და მედიაგაშუქების წესებსაც ეხება.

კანონპროექტით უქმდება ნორმა, რომელიც მაუწყებლებსა და გაზეთებს უფლებას აძლევს, საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი საეთერო დრო ან საგაზეთო ფართობი სხვა მონაწილეებს თანაბრად გაუნაწილონ.

ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება აკრძალული შემოწირულობის შესახებ მოქმედ რეგულაციას, რომელიც საარჩევნო სუბიექტისთვის დამატებითი სარეკლამო დროის უსასყიდლოდ დათმობას ზღუდავს.

ცვლილებები პოლიტიკური რეკლამის ვიზუალურ მოთხოვნებსაც ამარტივებს. კერძოდ, უქმდება წესი, რომლის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და ნომრის აღმნიშვნელი სიმბოლოები რეკლამის მიმდინარეობისას კადრის არანაკლებ 10%-ს, ხოლო ბოლო წამს 50%-ს უნდა იკავებდეს. ახალი რეგულაციით, საკმარისი იქნება, რეკლამაში თვალნათლივ ჩანდეს სუბიექტის სახელწოდება, ნომერი და სიმბოლიკა.

ამასთან, შუალედური არჩევნების დროს უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა მხოლოდ ადგილობრივი მაუწყებლებისთვის იქნება სავალდებულო.

ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის ნაწილია.

გაამარტივე იურიდიული ფორმულირებები
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა