უწყების ცნობით, მის ნაცვლად დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.
„აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური რამაზ ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს არ აკონკრეტებს.